 |
-
ეკლესია,
მონასტრები |
-
აკადემიები |
|
საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე - კავკასიონის მთებში, შავი ზღვის
სანაპირო ზოლში, მდინარეების წარმტაც ტყიან
ხეობებში ამაყად დგანან უძველესი ძეგლები -
ქართული ერის ისტორიის ქვის მატიანე. ამ
შედარებით პატარა ტერიტორიაზე 5000 -ზე მეტი
სხვადასხვა ძეგლია: ციხე-სიმაგრეები, ტაძრები,
სასახლეებისა და სამეურნეო ნაგებობათა
ნანგრევები, რომლებიც მოგვითხრობენ ერის ისტორიას.
ქართულმა ხუროთმოძღვრებამ მრავალი შესანიშნავი
ნაწარმოებით გაამდიდრა მსოფლიო ხელოვნების
საგანძური. საიტზე წარმოდგენილია
ქართული ხუროთმოძღვრების V - XIII საუკუნის
რამოდენიმე ნიმუში(აღნიშნულია რუქაზე).
თქვენი კომენტარები